The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ნელა მივდივარ, გული მკვდარია

***

ნელა მივდივარ, გული მკვდარია

და სულში ისევ გამეფდა სევდა.

ნელა მივდივარ და მიხარია,

ვარსკვლავებიან ზეცას რომ ვხედავ.

იქ ალბათ ვიღაც ღონდება მწარედ,

უფრო შორს მიდის ეს დაფიქრება.

ალბათ ამაღამ ეს თეთრი მთვარე

გათენებამდე ცაზე იქნება.

დიდი ანია ის ქალი მოკვდა,

ახლა გაისმის დედის გოდება.

მე რაღაც შავი მომიახლოვდა

და მთვარე ვარსკვავს უახოვდება.

ნელა მივდივარ, გული მკვდარია

და სულში ისევ გამეფდა სევდა.

ნელა მივდივარ და მიხარია,

ვარსკვლავებიან ზეცას რომ ვხედავ.