The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ღამე ასეთი, მაღალი სივრცე

***

ღამე ასეთი, მაღალი სივრცე,

თუ მზე ოქროა, მთვარე - ვერცხლია,

ძვირფასო, რა ვქნა, როგორ მოვიქცე?

როცა ჩემს ირგვლივ მხოლოდ ცეცხლია.

და ასე ვიწვი დიდი ხანია,

(სადღაც ირწევა წყალში ჩრდილები).

ისევ მარტო ვარ, ისევ ღამეა

და ისევ გრძნობას ვემორჩილები.