ის ბაღი... მე რომ მიყვარდა ერთხელ...
წნორის ორღობე... ვერხვიანები...
მე იმ ორღობეს, მთვარეს, იმ ვერხვებს
და იმ სიყვარულს ვეხმიანები!
― სადა ხარ, სადა, თვალმერცხლიანი,
ჩემი ოცნების სახე მბრწყინავი?
ვერხვის შრიალში ხმავერცხლიანი
მეპასუხება მხოლოდ ნიავი...
მე ეხლა მივხვდი, რომ სიყვარული
უკვე სიმღერად გადაქცეულა...
ქარის ფრთებითაც ვერ დაწეულა!..