The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ოჰ, ნუ იფიქრებ რომ მოკვდა გული

* * *

ოჰ, ნუ იფიქრებ რომ მოკვდა გული,

რომ სულ დავმარხე ოცნება წრფელი,

განადგურების სევდიან გზაზე

გულს ბევრი რამ აქვს ხელუხებელი.

ველი, ვიბრძოლებ...მე ამ ყვავილებს

ვატარებ, სანამ მექნება ძალი,

რომ არ შეეხოს მას სისასტიკის

ძალა შავ-ბნელი, ხელი მუხთალი.

და მუდამ გულში გავზრდი იმ იმედს,

რომ სადღაც არის ისეთი მხარე,

სააც ედემი ჰყვავის მზიანი,

სადაც არ არის სული მწუხარე.

წინ მელის ბედი... რაც იყო, იყო...

ის წარსულია განუკურნელი...

ელუხებელი გულს ბევრი რამ აქვს.

ლს კიდევ დარჩა ოცნება წრფელი.