The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ხომლი

ხომლი

ნათლი ღამე, გაშლილი ზღვა, ცი დასავალი

არაჯობს ეთერთ სიშვიდესა და მყდროებას.

მარტოდენ ზვირთი მოვერცხლილი და ილგამფრთხალი

დროგამოშვებით გაიტაცებს საწუთროებას.

თავის სიზმრებით, თავის მწარე მოგონებებით,

დაღლილ-დაქანცულს უსაფუძლო სიცოცხლის ვნებით.

მე მახსოვს და არ მავიწყდება ვარსკვლავთ კაშკაში,

შუქთა ფერხულში ისე ნაზა გადაშლილიყო,

და მხოლოდ მარტო ვარსკვლავებმა იცოდნენ ცაში,

რომ ქვეყნა ჩემზე ბედნიერი არავინ იყო.

ჟამი რბიოდა... ვერ ასწრებდა შეხედვას თვალი

და შეეჩვია გული სევას, ურწმუნოებას.

ნათელი ღამე, გაშლილი ზღვა, ცის დასავალი

ისევ სდარბს სიმშვიდესა და მყუდროებას.

ვარსკვლავთა ხოლი ისევ დნება შუქთა ფრქვევაში,

ზღვისა ყვავილებს უალერსებს სამხრეთის ქარი,

ახლაც კი, მხოლოდ ვარსკვლავებმა იციან ცაში

ჩემი ფიქრები და წარსულის მწარე ზღაპარი.