The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ვაჟა-ფშაველას საფლავზე დიდუბეში

ვაჟა-აველას საფლავზე დიდუბეში

სადაც ჩანჩქერებია,

ყინვის ლატანებია,

ბევრჯერ ირმის ყვირილში

დილა დასტანებია.

ის მთებს ვინ დააშორა,

ან ირემს რქაფიწალსა?

არწივების ვაჟკაცი

ჰხრავს ქალაქის მიწასა!

მას უნდოდა საფლავი

ნაღვარი, ქვიშიანი,

სიკვდილის დროს ბალახი

და იფნების შრიალი.

სიკვდილის წინ არაგვი

და სიკვდილის უკანაც, ―

ფშაეთის ცის ვარსკვლავი

უბოს თავზე მშუქარად.

ის აქ ვინ დაასვენა,

რომელ დამნაშავემა?

მთა უნდა მთასთან იყოს,

ზევით, ვაჟა-ფშაველა!