ძველ ბაღებს დაეცნენ ქარები ყაჩაღივით
თავზე დამსტირის ბებერი მზის მწუხარე სხივი,
შენს ძვირფას სახელს ამ ტირილში მე არ ვეხები,
ძაღლებმაც იგრძნეს მამაჩემის კოჭლი ფეხები,
აკალდამებში ძირს ჩაწყობილი.
ვოცნებობ შენზე, როგორც ბავშვი შიშით დაღლილი,
თან მდუმარებაც მიზიდავს ტყეში.
ო, ეს საღამო, ჩემს ნაზ სულში რჩება დაღივით,
მაგრამ ვიქნები მაინც საფრთხეში.
პოეტის მამა სამსონ კვირკველია ხიდან ჩამოვარდა და დაკოჭლდა. ამას გულისხმობს ეს ფრაზა.