The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ნიკოლოზ ბარათაშვილს

ნიოლ ბარათაშვილს

ვით ოქროს ფარჩა გადმოიდული,

ბრწყინავდა შენი ქვეყნის უნება;

ჰხვდებოდნენ დიდი მთაწმინდელები

მთაწმინდის მთაზე შენს დაბრუნებას.

დაგვხვდა ილია ქართლის კლდეკაცი,

სამშობლოს აზრი შუბლნატყვიარი;

დაგხვდა აკაკიბერი ბულბული,

ვისი სიმღერის გული ტყვე არი...

ყელს შემოგეჭდო ვაჟა-ფშაველა,

სტალინის დედა გეგებებოდა...

და შენი ძვირფას ნეშტის წინაშე

შენი სამშობლო ფეხზე დგებოდა...

გარს შემოგერტყით ახალი მოდგმა,

შენი სიმღერის ცრემლნასხურები;

შენს ნაგუბარზე ვინც გამოვზრდილვართ,

ახალ ქართლის ბედს ვემსახურებით.

და ჩვენ გემთხვევით ფერფლს აჟღერებულს

და არა მტვერსა და მოჩვენებას,

შენს დაბმულ ქროლვას დაბორკილებულს

და შენს დალურსმულ გამოჭენებას...

გულში ატეხილ ქარიშხლის ღელვა

სიკვდილის წყვდიადს არ დაგანება;

გააფთრებული შენი მერანი

მსოფლიოს გზაზე მიექანება.

და ხალხი, შენი დამბადებელი,

ამონათებულ მზეს ეშურება;

არ დაიღლება გული ხალხისა,

თუ რაში ოფლით შეიწურება!