The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ღამე, მთვარე და ქარი

ღამ, მთარე და ქარი

წამების წამი დადგა,

ნუთუ იღბალი არის.

ერთად მიდიან სადღაც

ღამე, მთვარე და ქარი.

როგორც საღამოს ოცვა,

დადგება მთაზე ნისლი.

მიყვარს ღამეში, როცა

ფოთლის შრიალი ისმის.

მაშინ ვეძლევი დუმილს,

ქვეყნის გაჩენა მიკვირს.

ისევ ღამეა ჩუმი,

მესმის ტირილი სკრიპკის.

სრუიად არ ვგრძნობ იმედს,

გაქრა ფიქრების გროვა.

მოდის ტალღები მძიმე

და სშინელი დროა.

წამების წამი დადგა,

ნუთუ იღბალი არის.

ერთად მიდიან სადღაც

ღამე, მთვარე და ქარი.