ი ა
გაზაფხულდა და აჰყვავდა
საამურად ტურფა ია,
ბუჩქის ძირის დამამშვენი,
გულისათვის სამოთხეა.
მაგრამ მასაც მოუვა დრო
და მოუჭამს ძირსა ჭია;
ჩვენი ბედიც იას წაგავს
ამ ჩვენს მუხთალ სოფელშია.
1886 წ.