The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


განახლდა გული

განახლდა გული

განახლ გული... დღეს ის აღარ ვარ,

რაც უწინ ვიყავ... ფერი ვიცვალე...

გზა დამიცალე, შავო ბურუსო,

წყეულო ღამევ, გზა დამიცალე!

წინ ვივლი, სანამ დავმიწდებოდე,

ბედს კი მაინც არ შევურიგები!

წინ ნუ მიხდები, შა ბურუსო,

წყეულო ღამევ, წინ ნუ მიხვდები!

ნუ არ მეყო, რაც დასაბამით

გაუნელებელ ცეცხლში ვეწვალე?

ჩამომეცალე, შავო ბურუსო,

წყეულო ღამევ, ჩამომეცალე!

ვივიწყებ წარსულს... ჩემს სიყმაწვილეს

გამოთხოვების ცრემლებს ვაპკურებ.

გავანადგურებ ხელისშემ ნისლს,

წყეულ ღამესაც გავანადგურებ...

წამების ცეცხლში განახლდა გული,

ფერი ვიცვალე, ფერი ვიცვალე,

გზა დამიცალე, შავო ბურუსო.

წყეულო ღამევ, გზა დამიცალე!