The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


კვლავ შეგვახვედრებს გამარჯვება

კვლავ შეგვახვედრებს გამარჯვება

ჩვენი მუხის ხე ჩვენთანაა,

ვით ძველის-ძველი,

ვით ძველის-ელი

მეგობარი, მომსწრე ომების,

მას განუცდია

და წარშლია მრავალი წელი,

მრავალი წელი -

განშორება-დამშვიდობების.

მომგონებელი

შეკრებათა, მისი ხავსია,

მისი ხავსია,

რომ ეტმასვნის ტოტს მონდომებით...

ნუ დაგიმონებს მოგონება:

ყოფნა სავსეა,

ყოფნა სავსეა

განშორბა-დამშვიდობებით.

აჰა, სინათლემ

კავკასიის დაფარა ქედი,

დაფარა ქედი...

ნუ შეკრთები ამაოებით:

რაც დედამიწა

გაჩენილა, სავსეა ბედი,

სავსეა ბედი

განშორება-დამშვიდობებით.

გზა გამარჯვების!

დაიცავი შენი ქვეყანა,

შენი ქვეყანა

გევედრება დედის ვედრებით:

კვლავ შეგვახვედრებს

გამარჯვების ახალი ხანა -

ახალი ხანა

აღტაცებით და შეხვედრებით.