The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ჩემი ეპიტაფია

ჩემი ეპიტაფია

როს ცოცხალ, ვითა შენა, მკითხველო,

მეცა მიყვარდა, მეც ვჰსტიროდი, ვილხენდი,

და დაფიქრებით დავჰმზერდი საფლავებსა!

მერგო რიგი, და აწ მს საფლავს დაჰმზერ შენ!

ამ ზენა-ჰსჯულსა ვერა არსი ვერ ასცდეს:

ვერცა ხელმწიფე დიდებისა გვირგვინით,

ვერცა გლახაკ შემოსილი ძონძითა,

ვერც სიჭაბუკე შვენებითა შემკული

და ვერც მოხუცი დაღალული სიცოცხლით!

ყვლა იცვალოს, ყველა მოკვდე, დაწყდე,

და მხოლოდ წრფელი სული, წმიდა, ცხოველი,

მღვთადა აღვიდეს ნაწილაკი მღვთაებრი.

1839 .