The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


კაცი ის არის

აცი ის არ

კაცი ის არის,

ვინც ოფლს მიწას ღვრის

და დაუდგრომლით ხელით ძლიერით

დედა მიწასა

და მის წიაღსა

ღვთისა მადლობით, მხიარულებით

*

აპობს და არღვევს,

დაღალვას არ სდევს

და მუნით ნაყოფს აღმოაცენებს;

და იმ ტკბილს ნაყოფს

ქვრივ-ოხერთ უყოფს

და უშრობს მშიერთ ობოლთა ცრემლებს.

*

კაცი ის არის,

ვისაც გულს ესმის

ციური სიტყვა: “ძმობა, ერთობა

და სიყვარულით

აღვსილის გულით

დავრდომილ ძმათა მოეხმარება;

*

ვინც საქმით ქველით,

გონებით, სწავლით

მიალოდება მაღალ ღვთაებას;

ვინც ცდილობ მისწვდეს

და ჭკუით მიხვდეს

საღ განგების იდუმალ ნებას,

*

გამოიძიოს,

გამოიკვლიოს

დიდი, უსაზღვრო ღვთისა ქმნილება,

და ჰპოვოს მასში,

იმ ღვთის დი ღვაწლში

ის საიუმლო: ჭეშმარიტება.

*

და მის ძლიერი

სიტყვით და აზრით,

ვით აბგარ-აბჯრით, მთლად შეიჭურვოს,

და იგი სიყვა,

მღლავი ვით ზღვა,

მაღლა უშიშრა ერთა ამილოს.

*

ვინც უდგას შორსა

სიცრუვეს, შურსა,

ვის არ ეხება პირმოთნეობა;

აქ სული წრფელი,

სიტყვა ნაელი,

გულს დაიმარხა ჭეშმარიტება;

*

ვის არა სცხვენის,

ვის არ ეშინის,

გი მაღალთა მაღლა ასმინოს,

და იმ ღვთაებას,

ჭეშმარიტებას,

არ დაიზოგოს, თავი შესწიროს.

*

ვინ ვრაცხოთ კაცად?

არ ვიცი არსად,

ვერსად ვერ ვპოვებთ მას წმიდა არსსა.

იყო კი ერთი,—

ის იყო ღმერთი.

სი უგუნურთ აც აცვეს ჯვარსა!

1882 .