აბაზასძე ჭილა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აბაზასძე ჭილა - მეაბჯრეთუხუცესი XIII ს-ის დამლევი. ჟამთააღმწერლის ცნობით, ჭილა აბაზასძე ამადა სურამელთან ერთად იმ მცირერიცხოვან დიდებულებს ეკუთვნოდა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყებულ დავით VIII ს. მეაბჯრეთუხუცესად იხსენიება იგი 1297 წ. დავით VIII-ის (1293-1311) მიერ ჭარმაულ გრიგოლ ჭაჭნიაშვილისათვის ბოძებულ წყალობის დაწერილში. მონღოლთა მხარდაჭერით გამეფებულმა ვახტანგ III-მ (1302-1208) აბაზასძეთა მამული შალვა ქვენიფნეველს უბოძა.
წყაროები და ლიტერატურა
- ჟამთააღმწერელი 1959: 305;
- ქისკ 1984: 183-1185;
- ოთხმეზური 2009: 9-10.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში