აბაზგები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აბაზგები – (ბერძ. Αβασγοί), ძველი აფხაზური ტომი. პირველად იხსენიებს არიანე ფლავიუსი (II ს.). იმ დროს აბაზგები აფსილების ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ. სახელწოდება „აბაზგი“ იმავე ფუძისაა, რაც „აფსილი“ (დიალექტურად გამჟღავნებული ფორმა). ამ სიტყვისაგან მომდინარეობს ქართული „აბხაზი“ – აფხაზი.