აბაზგების აჯანყება 550
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აბაზგების აჯანყება 550 წ. – აჯანყება ბიზანტიელთა მიერ აბაზგიაში მმართველობის ახალი წესების შემოღებისა და ქვეყნის საბოლოო დამორჩილების ცდის გამო.
აბაზგებმა აირჩიეს საკუთარი მთავრები (დასავლეთ აბაზგიაში – სკეპარნა, აღმოსავლეთ აბაზგიაში – ოფსიტე) და ირანის შაჰს სთხოვა დახმარება. ხოსრო ანუშირვანმა აჯანყებულებს ლაშქარი მიაშველა, მაგრამ ამ დახმარებას რეალური შედეგი არ მოჰყოლია. ბიზანტიის დამსჯელმა ლაშქარმა ალყა შემოარტყა აბაზგებს, რომლებიც ტრაქეის მიუვალ ციხეში იყვნენ გამაგრებული. თავგანწირული ბრძოლის შემდეგ აბაზგები იძულებული გახდნენ ციხე დაეთმოთ. მტერმა მოითხოვა დაპყრობილი მიწა-წყალი. აბაზგია უშუალოდ ბიზანტიას დაემორჩილა.
ლიტერატურა
პროკოპი კესარიელი, წგნ: გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა., ტ. 2, თბ., 1965.