აბაკურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
„აბაკურა“ – ძველი ქართული მწერლობის ძეგლი. თხზულება დაწერილია არაბულ ენაზე ვინმე ბასილის მიერ (IX ს.). „აბაკურა“ X საუკუნის დამდეგს ქართულად უთარგმნია უცნობ პირს. ძველი ცნობის მიხედვით, ქართული ტექსტი ბერძნულად უთარგმნია ექვთიმე მთაწმინდელს. „აბაკურას“ მეორე რედაქცია შეტანილია თეოდორე ედესელის „ცხოვრებაში“, რომელიც ბერძნულიდან ქართულად თარგმნა ეფრემ მცირემ.