აბამელიქოვი სოლომონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოლომონ იოსების-ძე აბამელიქოვი (აბამელიქი) – თავადი (20.11.1853 – 20.11.1913) თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (1913)

დაიბადა ქ. ტფილისში.

1871 წელს დაამთავრა მოსკოვის მე-2 სამხედრო გიმნაზია, სწავლობდა ალექსანდრეს მე-3 სამხედრო სასწავლებელში (1871) წ.) და მიხეილის საარტილერიო სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1874 წელს I თანრიგით. მოგვიანებით დაამთავრა კურსი ოფიცერთა საარტილერიო სკოლაში.

1874-1876 წლებში მსახურობდა მე-13 საარტილერიო ბრიგადაში, მეთაურობდა ასეულს და ბატალიონს.

1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს მსახურობდა ალექსანდრეს საციხოვნო არტილერიის სამეურნეო ნაწილის გამგის ადიუტანტად.

1892-1894 წლებში მეთაურობდა ყარსის საციხოვნო არტილერიის მე-3 საარტილერიო ბატარეიას.

1898-1899 წლებში მეთაურობდა ბრესტ-ლიტოვსკის საციხოვნო არტილერიის I ბატარეიას.

1899 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

1901-1902 წლებში მეთაურობდა დვინსკის საციხოვნო არტილერიის საალყო დივიზიონს.

1902-1906 წლებში მეთაურობდა I საალყო საარტილერიო პოლკს.

1907 წლის 31 მაისს მიენიჭა „გენერალ-მაიორის“ სამხედრო წოდება.

1906-1913 წლებში მეთაურობდა კოვნოს საციხოვნო არტილერიას.

1913 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან წლოვანებით, მუნდირით და პენსიონით.

საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო რუსეთის ორდენებით.

წმ.ანას III წმ.ანას III (მახვილებით და ბაფთით-1877), II ხარ. (მახვილებით და ბაფთით-1891 );

წმ. სტანისლავის II წმ. სტანისლავის II (1886) და I ხარ. (1909);

წმ.ვლადიმერის IV წმ.ვლადიმერის IV (1895) და III ხარ. (1904);


წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები