აბაშის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აბაშის ქუჩა – ქუჩა თბილისში; დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი (ახალი კუკია); ცხრა ძმის მოედნიდან კახა მანიჟაშვილის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX ს. 20-იან წლებში. თბილისის 1934 წლის გეგმაზე ქუჩის მონაკვეთი, სენაკის ქუჩიდან ლებარდის ქუჩამდე, დატანილია როგორც ზანის ქუჩა, ხოლო ლებარდის ქუჩიდან კახა მანიჟაშვილის ქუჩამდე – როგორც ურთის ქუჩა. 40-იან წლებში აბაშის ქუჩა დაერქვა.