აბაშიძე ავთანდილ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ავთანდილ აბაშიძე – დაიბადა 1959 წლის 1 აგვისტოს ლენტეხის რაიონის სოფელ ჩიხარეშში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1986). სამხედრო სამსახური (1977-79).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა პროკურატურის სისტემაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე (1986-95).
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-96): სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირის სიით, იურიდიული კომიტეტის, კორუფციასთან ბრძოლის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი.
- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე (1996-2003);
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე (2003-2004).
მინიჭებული აქვს უმაღლესი საკვალიფიკაციო კლასის მოსამართლის საკლასო ჩინი.