აბაშიძე ასლან (პოლიტიკოსი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ასლან აბაშიძე – დაიბადა 1938 წლის 20 ივლისს ბათუმში. — პოლიტიკოსი. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (1991, 1992-95). ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
განათლება – ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი (1962).
სამუშაო გამოცდილება
- ბათუმის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი (1962-1965)
- საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N5 ტრესტის კომკავშირის კომიტეტის გათავისუფლებული მდივანი (1963-1965)
- საქართველოს ალკკ ბათუმის საქალაქო კომიტეტის საორგანიზაციო განყოფილების გამგე (1965-1966)
- ბათუმის N44 სამშენებლო პროფსასწავლებლის დირექტორი (1966-1977)
- ბათუმის საქალაქო N44 სამშენებლო პროფტექსასწავლებლისა და N105 სამშენებლო ტექნიკური სასწავლებლის დირექტორი (1977-1981)
- ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე (1981-1984)
- საქართველოს სსრ მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების მინისტრის მოადგილე (1984-1986)
- საქართველოს სსრ მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების მინისტრის პირველი მოადგილე (1986-1988)
- საქართველოს სსრ საბინაო კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების მინისტრის მოადგილე (1988-1989)
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე (1989-1990)
- საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების სახელმწიფო კონცერნ საქყოფსერვისის პრეზიდენტი (1989-1991)
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე (1991-2004). დემოკრატიული აღორძინების კავშირის თავმჯდომარე.
პარლამენტის წევრი
- პირველი მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: თავმჯდომარის მოადგილე.
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): პროპორციული წესით, №10 მრავალმანდატიანი ოლქი, ბლოკი „მშვიდობა“.
- მე-4 მოწვევი პარლამენტის წევრი (1995-99): სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირის სიით;
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2000 წლის 20 აპრილამდე): პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „საქართველოს აღორძინება“.
წყარო
საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015
რესურსები ინტერნეტში
კატეგორიები:
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 1990-1991 წლების საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები
- 1992-1995 წლების საქართველოს III მოწვევის პარლამენტის წევრები
- 1995-1999 წლების საქართველოს IV მოწვევის პარლამენტის წევრები
- 1999-2004 წლების საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრები
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრები
- საქართველოს თანამდებობის პირები
- აბაშიძეები