აბაშიძე დავით (სახლთუხუცესი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბაშიძე დავით - სამეფო კარის სახლთუხუცესი 1766-1770 წწ.; სოლომონ I-მა ქუთაისის მოურავის, სარდლისა და ბოქაულთუხუცესის თანამდებობები უბოძა ბერ წულუკიძეს, რამაც სახლთუხუცესიის თანამდებობის დაკნინება გამოიწვია. ამის გამო დავით აბაშიძე განუდგა სოლომონ I-ს და 1778 წ. მოურავ თამაზ მესხთან ერთად მას საკუთარი შვილი, ალექსანდრე აუმხედრა. სოლომონმა დავითს ჩამოართვა ყმა-მამული და გააძევა იმერეთიდან.


წყაროები და ლიტერატურა

ბურჯანაძე 1961: 129-130;
სოსელია 1973: 185, 186, 191.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები