აბაშიძე ვლადიმერ (პოეტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვლადიმერ აბაშიძე – (1859 − 1917), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ დილიკაურში (ზესტაფონი); დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია. იყო ნ.ავალიშვილის მიერ 1867 წ ჩამოყალიბებული დრამატული თეატრის წევრი. 1878 წ გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მისი ლექსი „ე. ნ-ს“ („ისევ შენ და ისევ შენ...“, მიძღვნილი ელენე კონსტანტინეს ასულ ნიჟარაძისადმი). შემდგომში ეს ლექსი შევიდა კრებულებში („სალხინო საზანდარი“, „ჩანგი“) ავტორის დაუსახელებლად. ლექსი ხალხში სიმღერად იქცა, კომპოზიტორმა ანდრია ყარაშვილმა კი შექმნა პოპულარული ქართული რომანსი. ეს სიმღერა ამშვენებდა ვანო სარაჯიშვილის რეპერტუარს.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები