აბაშიძე თამარ ასლანის ასული
აბაშიძე, თამარ ასლანის ასული (დ. 1892, 3(15)/V – გ. 16. V. 1960) – მსახიობი და საზოგადო მოღვაწე, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, აზნაური. დაიბადა ქ. ზესტაფონში, სახელმწიფო მოხელის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის წმ. ნინოს სახელობის სასწავლებელი და დონის როსტოვის ფილარმონიასთან არსებული დრამატული კურსები (1901-1910). სცენაზე 1913 წელს გამოვიდა. 1919-1920 წწ. დონის როსტოვის წითელი არმიის პოლიტგანყოფილების თეატრში მინგრელსკაიას ფსევდონიმით მსახურებდა, 1920 წლიდან კი საქართველოში – ჭიათურის, თბილისის (რუსთაველის), ქუთაისის, ოზურგეთის, გორის და სხვა სცენებზე მუშაობდა.
1937 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის წოდება. 1939 წელს გორის საბჭოს დეპუტატად აირჩიეს. 1943-1945 წწ. დააჯილდოვეს სამი სიგელით და მედლებით: 1945 წელს – „კავკასიის დაცვისათვის“, 1945 წელს – „მამაცური შრომისათვის დიდ სამამულო ომში 1941-1945 წწ.“.
წყარო:
1. ავტობიოგრაფია;
2. კადრების აღრიცხვის პირადი ფურცელი;
3. საქართველოს სახელმწიფო სათეატრო მუზეუმი.
4. ხელოვნებათა მთავარი სამმართველო.