სამამულო ომი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან

საბჭოთა პლაკატი მეორე მსოფლიო ომის დროს
სამამულო ომი - საყოველთაო-სახალხო ომი ქვეყნის, მისი ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დასაცავად.
სამამულო ომი მიზნად ისახავს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შენარჩუნებას, აღდგენას ან მოპოვებას. მიმდინარეობს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ომის ან გარე აგრესორის წინააღმდეგ თავდაცვითი ომის სახით.
სამამულო ომს ახასიათებს საზოგადოების მთელი ძალების და საშუალებების მაქსიმალური მობილიზაცია უცხოელი დამპყრობლის წინააღმდეგ.
საბჭოთა კავშირის ისტორიაში II მსოფლიო ომის დროს ბრძოლა გერმანელი დამპრყრობლების წინააღმდეგ სამამულო ომად იქნა აღიარებული.