აბაშიძე ილია ზურაბის ძე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აბაშიძე, ილია ზურაბის ძე (18?? - 1916, 3/VIII) – რევოლუციონერი. დაიბადა იმერეთში, სოფ. სავანეში. ხელმძღვანელობდა ჭიათურის სოციალ-რევოლუციურ მებრძოლ რაზმს. პარტიაში შევიდა 1904 წელს. აქტიურ მონაწილეობას იღებდა 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში, როგორც მებრძოლი რაზმის ხელმძღვანელი. რეაქციის დაწყების შემდეგ, როცა რაზმი დაიქსაქსა, იარაღი (65 „ვინტოვკა“ და ბერდანის სისტემის თოფი) თავის ბინაზე, სოფ. სავანეში გადამალა, სადაც სამი წლის განმავლობაში უვლიდა. მშრომელი ხალხის მოამაგე-მოკეთე და მათთვის თავდადებული იყო.
წყარო:
გ. ჭუმბურიძის მოგონება ავტობიოგრაფიიდან