აბდუშელიშვილი დავით ნიკოლოზის ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბდუშელიშვილი დავით ნიკოლოზის ძე (18.. – 1919, 13/XI) – საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი, იდეალიზმით გატაცებული პრაქტიკოსი, პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული.

აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაში. ქუთაისის საქალაქო საბჭოს დეპუტატად ყოფნისას მოქალაქეთა, მშრომელი ხალხისა და ერის ინტერესებს იცავდა. იმ დროს, როცა მებატონენი და მთავრობაც ხიზნებს ავიწროვებდნენ, დავით აბდუშელიშვილმა გაზ. „შრომაში“ დაბეჭდილ წერილში მოითხოვა, მთავრობას ხიზნები ქვეყნის სასარგებლოდ სრულ მესაკუთრეებად ეცნო. ასევე, წერდა სასამართლოს შესახებ – რომ ძველად წარმოებული სამართალი უკეთესი იყო; მოითხოვდა საბჭოთა სამართლის ქართულ ენაზე წარმოებას, სასამართლოში ქართული ენის და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებას. თავისი დროის მოწინავე იდეებისთვის იბრძოდა.


ლიტერატურა
1. ჩვენი ქვეყანა. – 1919. – № 208. – გვ. 4.


წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები