აბდუშელიშვილი შალვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აბდუშელიშვილი შალვა (1889-1966) – პარტიულ-პოლიტიკური მოღვაწე, პროპაგანდისტ-აგიტატორი. 1905 წელს, როგორც სოციალ-დემოკრატი მენშევიკი, ჭიათურაში პარტიულ-რევოლუციონურ მუშაობას აწარმოებდა. თანამშრომლობდა პარიზის „ბრძოლაში“ (1927, № 21). ჟურნალ-გაზეთებში წერდა შ. აბდ-ის ხელმოწერით.
ლიტერატურა
ჟღენტი, თენგიზ. რევოლუციონური მოძრაობა შორაპნის მაზრაში (1905 წ.). – ტფ.: სახელგამი, 1927. – გვ. 16.