აბზიანიძე ნიკოლოზ
აბზიანიძე, ნიკოლოზ დიანოსის ძე (1872 – 13 ნოემბერი, 1947) – მასწავლებელი და მწერალი. დაიბადა ქუთაისში, გლეხის ოჯახში. ქუთაისის სამასწავლებლო სემინარიის დამთავრების შემდეგ (1892) მასწავლებლობდა დასავლეთ საქართველოს სასოფლო სკოლებში. 1898 წლიდან ქუთაისის პირველდაწყებითი სკოლის მასწავლებლად გამწესდა, 1918 წელს – გამგედ. 1921-1945 წწ. მსახურობდა ქუთაისის სხვადასხვა სასწავლებლებში. ცნობილი იყო პედაგოგიური უნარით.
ნაყოფიერი სამასწავლებლო და საზოგადოებრივი მუშაობისთვის იღებდა პერსონალურ პენსიას. დაჯილდოებული იყო მედალით „მამაცური შრომისთვის“.
გარდაიცვალა 1947 წელს, დაიკრძალა ქუთაისში. მისი შვილია გ. ნ. აბზიანიძე.
ცალკე გამოცემულია:
1. სურათები ცხოველთა სამყაროდან: [საშუალო ასაკისათვის] / გადმოკეთებული რუსულიდან. – თბ.: საბლიტგამი, [1947]. – 64 გვ.
ლიტერატურა:
1. ნიკო აბზიანიძე [ხელმოწერა: ვ. კუპრაძე, მ. ბურჭულაძე, გ. ჯიბლაძე, გ. ლეონიძე, პროფ. რ. ნიკოლაძე, პროფ. ვ., ბერიძე, პროფ. ქ. ძიძიშვილი, ვ. ძიძიგური, ა. ღვინიაშვილი, რ. მარგიანი, ე. მიქელაძე, გ. წერეთელი, ვ. წულეისკირი] // სახალხო განათლება. – 1947. – № 48.