აბზინდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბზინდი

აბზინდისარტყლის, ფეხსაცმლის, ცხენის აღკაზმულობისა და მისთანათა შესაკრავი, უფრო ლითონისა.

საქართველოსა და შუა კავკასიის ტერიტორიაზე ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევრიდან I ათასწლეულის დამლევამდე ფართოდ ყოფილა გავრცელებული ფირფიტისებრი სწორკუთხა აბზინდი, რომელსაც შიდა მხრიდან შესაკრავი კავი აქვს. ხშირად ზედ ამოკვეთილია მითიური ცხოველების გამოსახულებანი და გეომეტრიული ორნამენტები. ძვ. წ. I ათასწლეულის ბოლოს და ახ. წ. I ს-ში საქართველოში გავრცელებულა ბრინჯაოს ჭვირული აბზინდების (საშუალო ზომა 12-12 სმ.) ჩამოსხმა.

აბზინდზე გამოყვანილია ცხოველთა გამოსახულებანი, სადაც ცენტრალური ადგილი უკავია სტილიზებულ ირემს, ხარს, ჯიხვს ან ცხენს, რომელთა ირგვლივ ხშირად სხვა ცხოველთა მინიატურული გამოსახულებებია. სავარაუდოა, რომ აბზინდზე გამოსახული სცენები სიმბოლურ - მაგიურ და მითოლოგიურ სიუჟეტებს ასახავენ.

გვიანანტიკური ხანიდან რომაული კულტურის გავლენით მთელ მსოფლიოში გავრცელდა ენიანი აბზინდის ახალი სახეობა. აბზინდის სახესხვაობაა აგრაფი, რომელიც იხმარებოდა წამოსასხამის შესაკრავად. აბზინდს ხევსურეთში საყრელს, ქარშიკსუწოდებდნენ, სამეგრელოში კი - ყუნს.


ლიტერატურა

გ. გობეჯიშვილი, დასურათებული ლექსიკონი, 2008.


წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები