აბი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აბი, (აბლარი) – ნასოფლარი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარტიკამთან ახლოს, ახალქალაქის პლატოზე, მდინარე აბდარის სათავეში. ზღვის დონიდან 1700 მ სიმაღლეზე. იხსენიება „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“. ოსმალების მიერ არასწორად იქნა შეტანილი მისი სახელი დავთარში. 1920-იან წლებში მოსახლეობა აქედან ქ. ახალციხეში გადასახლებულა. შემორჩენილია აბლარის დარბაზული ტიპის ეკლესიის ნანგრევები. მისი ნამდვილი ქართული სახელი აბლარი ყოფილა.