აბრა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აბრა – წარწერიანი დაფა, ფირნიში. მოცულობითი ან ბრტყელი კონსტრუქცია, როგორც წესი, შენობის ფასადზე შესასვლელთან ახლოს, რომელიც მიუთითებს ორგანიზაციას ან წარმოებას განთავსებულს ამ შენობის შიგნით, აგრეთვე ნებისმიერი წარწერიანი (ნახატებიანი) დაფა, რომელიც მიანიშნებს ქუჩას, გადასასვლელს, გზაჯვარედინს, მიმართულებას, სიმაღლეს ზღვის დონიდან, მოძრაობის სიჩქარის შეზღუდვას, ავტოტრანსპორტის გაჩერების ადგილს და ა.შ. აბრა თავისი შინაარსით მიეკუთვნება გარერეკლამის კატეგორიას.