აბრაამის ტაძარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბრაამის ტაძარი - ძველი აღთქმის პატრიარქ აბრაამის ტაძარი იერუსალიმში.

ტაძარი აგებულია იმ ადგილზე, სადაც აბრაამს ისააკი უნდა შეეწირა მსხვერპლად. ტაძრის ახლოს მდგარი ხე ის ხე უნდა იყოს, რომელზედაც აბრაამმა იხილა ღვთისგან ბოძებული კრავი, ისააკის ნაცვლად რომ შესწირა ღმერთს. ქართული წყაროები და ტაძარზე არსებული წარწერა მოწმობს აქ ქართველთა მოღვაწეობას. არ არის გამორიცხული, რომ ტაძარიც და აქ არსებული მონასტერიც ერთ დროს ქართველებს ეკუთვნოდათ. როგორც ჩანს, XVI-XVIII საუკუნეეში. აბრაამის ტაძარს მფარველობდა და მის კეთილმოწყობაზე ზრუნავდა აბაშიძეთა საგვარეულო. ამას ადასტურებს ტაძრის ბჭის თავზე 1599 წელს ამოკვეთილი წარწერა: „მე, მონამან ღმრთისა და მსახურმან ბატონისა ჩემისა თავადისა იოანე აბაშიძისამან გიორგი ჩიკოიძე, წარმოვლენილმან ქართლით მის მიერ საფასითა მისითა განსახლებლად წმიდისა ამის მამამთავრისა აბრაამის ტაძრისა ხარჯსა ზედა მისსა, აღვასრულე ბრძანებული....“ და ისიც, რომ 1700 წელს აბრაამის ტაძარი განახლებულ იქნა იმერეთის გამგებლის, გიორგი აბაშიძის, „წარსაგებლითა“. აბრაამის ტაძარზე ქართველთა ზრუნვას ადასტურებენ აგრეთვე იერუსალიმში სხვადასხვა დროს მყოფი ქართველი მომლოცველები — მიტროპოლიტი ტიმოთე (გაბაშვილი), გიორგი ავალიშვილი, მღვდელმონაზონი ლავრენტი (გოგელაძე).

ლიტერატურა

გაბაშვილი ტ., მიმოსლვა, ე. მეტრეველის გამოც., თბ., 1956.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები