აბრამიანი მიკირტიჩ
მიკირტიჩ აშოტის ძე აბრამიანი – (18.12.1939-11.01.2008), სომეხი გენერალ-ლეიტენანტი (17.10.1997).
დაიბადა ქ. ახალქალაქში (საქართველოს სსრ).
1958-1992 წლებში მსახურობ და საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში, სადაც განვლო გზა ლეიტენანტიდან გენერალ-მაიორამდე.
1962 წელს დაამთავრა ჩერეპოვეცის კავშირგაბმულობის სამხედრო სასწავლებელი, ხოლო 1976 წელს კავშირგაბმულობის აკადემიის კურსები.
1985 წელს დაამთავრა ვოროშილოვის სახ. გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია.
1991 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.
1992 წლიდან მსახურობდა სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში. იმავე წელს დაინიშნა სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის I მოადგილედ, შემდეგ კი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ.
1995 წელს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დაინიშნა თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული სამმართველოს ხელმძღვანელად - დავალებათა გენერლად.
2000 წელს დაინიშნა თავდაცვის მინისტრის მრჩევლად, შემდეგ კი მთავარი სამხედრო ინსპექტორის I მოადგილედ. 2002 წელს გავიდა თადარიგში.
დაჯილდოებული იყო საბჭოთა წითელი ვარსკვლავის ორდენით და სომხეთის რესპუბლიკის ორდენებით.