აბრამიშვილი მიხეილ
აბრამიშვილი მიხეილ ვლადიმერის ძე (დ. 16 ივნისი, 1892 ― გ. 14 აპრილი, 1939) (სხვა ცნობით 1 აპრილი) – კრიტიკოს-პუბლიცისტი და პედაგოგი. დაიბადა ზემო იმერეთში, სოფ. არგვეთში. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, პეტერბურგის ფსიქო-ნევროლოგიურ ინსტიტუტში. დაამთავრა დორპატის (იურიევის) უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი (1918). მასწავლებლობდა თბილისის მუშფაკში, უმაღლეს კომუნისტურ სასოფლო-სამეურნეო სკოლაში, სტალინირის პედინსტიტუტში, ქუთაისის პედინსტიტუტში და სხვ.
1921 წელს, ს. თავაძესთან ერთად, რედაქტორობდა ჟურნალ „ხელოვნებას“. მწერლობა სტუდენტობის დროსვე, 1913 წლიდან დაიწყო. წერდა ლიტერატურის, ხელოვნებისა და ისტორიის შესახებ.
სარჩევი |
ცალკე გამოცემულია
1. ძველი ქართული თეატრი [მიმოხილვა]. – ქუთაისი, 1925. – 41, 25, [1] გვ.;
2. მსოფლიო ლიტერატურის ნიმუშები / მ. აბრამიშვილი და კ. გაგუა. – წ. I. – [ტფ.]: სახელგამი, 1929. – IV, 530, [5] გვ.
გამოქვეყნებულია
1. მეფე ერეკლეს შინაური პოლიტიკა // სახალხო გაზეთი. – 1913. – № 876-878;
2. „გატეხილი პიროვნება“ – აკაკი წერეთელი // სამშობლო. – 1915;
3. სიტყვა გრიშაშვილის პოეზიაში // თეატრი და ცხოვრება. – 1915. № 2-4;
4. ღამის მგოსანი. გ. ტაბიძის ლექსები // თეატრი და ცხოვრება. – 1915. – № 28-30, 32, 34, 35;
5. ჯაჯუ ჯორჯიკია. სილამაზის შეგრძნება // ცხოვრება. – 1916. – № 11;
6. კრიტიკა: ვლ. სოლოვიოვი [ესთეტიური ნარკვევი] // თავისუფლება. – 1917. – № 3;
7. ნიკო ბარათაშვილი – სილუეტი // თავისუფლება. – 1917. – № 8;
8. ელინური და თანამედროვე ხელოვნება: [ნარკვევი] // ხელოვნება. – 1921. – № 2. – გვ. 3-5;
9. პოეზიის წარმოშობა: [ისტორიული ექსკურსი] // ხელოვნება. – 1921. – № 2. – გვ. 3-5.
ბიბლიოგრაფია
1. იმედაშვილი, იოსებ. მიხეილ აბრამიშვილი. ქართული თეატრი // თეატრი და ცხოვრება. – 1926. – № 14. – გვ. 16.
ლიტერატურა
1. ავტობიოგრაფია;
2. ჯორჯაძე, არჩილ. აზრები ხელოვნებაზე // სახალხო საქმე. – 1920. – № 800;
3. ი [იოსებ იმედაშვილი] // თეატრი და ცხოვრება. – 1935. – № 14. – გვ. 16;
4. ბეგიაშვილი, თ. დოც. მიხ. აბრამიშვილი // კომუნისტი. – 1939. – № 87;
5. კიკნაძე, ბ., კუჭაიძე, პ. მ. აბრამიშვილი // საბჭოთა მასწავლებელი. – 1939. – № 34;
6. ქართული პერიოდიკა, 1819–1945 / ბიბლიოგრაფია შედგენილი გ. ი. ბაქრაძის მიერ; ვ. ი. ეგნატაშვილის რედ. – თბ., 1946 [1947]. – გვ.: 70, 249;
7. რუხაძე, ტრ. ძველი ქართული თეატრი და დრამატურგია / საქ. თეატრალური საზ-ბა. – თბ.: ხელოვნება, 1949. – გვ. 552.