აბრაღუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბრაღუ (ადიღ. Iэбрагъу) – ტბა, მდებარე ნოვოროსიისკის რაიონში, რომლის გაჩენა ოდესღაც მის ადგილზე არსებული ამავე სახელწოდების აულის მიწაში ჩანთქმას უკავშირდება.

ადიღური გადმოცემის თანახმად, აღნიშნული აულის გამდიდრებული მოსახლეობა იმდენად გაყოყოჩდა, რომ მან, ღვთის ნების საპირისპიროდ, გასართობ თამაშებში ქვების ნაცვლად ყველის გუნდების, ხოლო ფაცხების შესალესად თიხის სანაცვლოდ პურის ცომის გამოყენება დაიწყო. განრისხებულმა ღმერთმა აბრაღუელები საშინელი სიკვდილით დასაჯა: განთიადის ჟამს ისინი გამსკდარი მიწის ნაპრალმა ჩაყლაპა და სამუდამოდ გაქრნენ (გადარჩა მხოლოდ ერთი ღვთისმოშიში თავისი ოჯახით, რომელიც ანგელოზმა სხვა ხეობაში გაიყვანა). აულის ადგილზე კი წყალმა ამოხეთქა და ტბა გაჩნდა. ამგვარადვე გაჩენილა მდ. ყუბანის მარცხენა სანაპიროზე, ყაზანუყაისა და ედეფსიყუაის აულების რაიონში მდებარე ხუმეჯის (Хъумэджый) ტბაც: აქ ადრე არსებული სოფლის მოსახლეობა, ღმერთის საწინააღმდეგო ქმედებების გამო, მიწას ჩაუნთქავს.


ლიტერატურა

Крым Гирей. Несколько слов о нашей стране // Кубанские войсковые ведомости. №21, 1865; Гадагатль А. М. Память Нации. Идейно-тематическое и художественное своеобразие героического эпоса „Нартхэр“ адыгских народов. Майкоп, 2002.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები