აბრაჰამ I ალბათანეცი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბრაჰამ I ალბათანეცი, (აბრაჰამ აღბათანეცი, ალბათანელი) – (სომხ. Աբրահամ Ա Աղբաթանեցի), სომხეთის კათალიკოსი 607-615 წწ. აბრაჰამ აბლათანეცი აქტიური მონაწილე იყო ქართლისა და სომხეთის ეკლესიების დოგმატური კამათისა და საეკლესიო განხეთქილებისა (607-610 წწ.). „ეპისტოლეთა წიგნმა“ შემოგვინახა მისი სამი ეპისტოლე კირიონ ქართლის კათალიკოსისადმი და ერთი ენციკლიკა თავის სამწყსოსადმი. ამ ენციკლიკით მან ურთიერთობა გაწყვიტა ქართლისა და ალბანეთის ეკლესიებთან.


წყარო

საქართველოს ისტორია:ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები