აბსოლუტური უპირატესობის თეორია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბსოლუტური უპირატესობის თეორია - (theory of absolute advantage) - თეორია, რომლის მიხედვითაც A ქვეყანას, რომელსაც აქვს ბუნებრივი (ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები) ან შეძენილი (მოწინავე ტექნოლოგია, კვალიფიციური სამუშაო ძალა და ა.შ.) უპირატესობები, შეუძლია უფრო ეფექტიანად აწარმოოს ესა თუ ის საქონელი (ე.ი. გამოუშვას ერთეულ დანახარჯზე მეტი პროდუქცია), ვიდრე B ქვეყანას. არ არის აუცილებელი ასეთი სახის აბსოლუტური უპირატესობა ნიშნავდეს იმას, რომ A ქვეყანას შეუძლია წარმატებით მოახდინოს ამ საქონლის ექსპორტი B ქვეყანაში, ვინაიდან B ქვეყანა შეიძლება ფლობდეს შეფარდებით უპირატესობას მოცემული საქონლის წარმოებაში.

აბსოლუტური უპირატესობის თეორია პირველად დაამუშავა ა. სმითმა ნაშრომში: „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ”.




წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები