აბსტრაქტული ფილმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბსტრაქტული ფილმი – კინოხელოვნების ერთ-ერთი სახე. აბსტრაქტული ფილმი პირველად გერმანიაში გადაიღეს 1919 წ. როცა კინოკამერის მეშვეობით სცადეს აემოძრავებინათ უსაგნო ფერწერული კომპოზიციები. ამ ცდას უწოდეს „აბსოლუტური“, „წმინდა“ ანუ „აბსტრაქტული“ კინო.

აბსტრაქტულ ფილმს დამოუკიდებელი მნიშვნელობა არა აქვს კინოში, იგი მხოლოდ წარმოქმნილია ფერწერის აბსტრაქციონიზმისაგან. აბსტრაქტული ფილმის მხატვრები ხშირად მიმართავენ მოძრავ ხაზებსა და ფერად ლაქებს, რომლებიც უსაგნო კომპოზიციებს ქმნიან, ცალკეულ შემთხვევებში კი რეალური სამყაროს სახეებსაც იყენებენ, მაგრამ ისე გარდასახავენ გადაღების პროცესში, რომ მაყურებელი ვეღარც აღიქვამს მათ არსს. ამასთან ერთად აბსტრაქტული ფილმების ავტორები ზოგჯერ უსაგნო კომპოზიციებს გამოხატავენ ხოლმე შუქშეღწეულ შავ ფირზე, იყენებენ ფერად კვამლს, სპეციალურ ფილტრებს, საღებავს ღვრიან კამერის ობიექტივის წინ და სხვა.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები