აბსტრაქციონიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვასილი კანდინსკი

აბსტრაქციონიზმი - 1909-1919 წლებში ე. წ. მხატვართა ახალმა გაერთიანებამ მიუნხენში რამდენიმე გამოფენა მოაწყო, რომელთა მსვლელობისას გაერთიანების თავმჯდომარემ, ცნობილმა რუსმა მხატვარმა ვასილ კანდინსკიმ (1886-1944), შეაჯერა რა ავანგარდის სხვადასხვა მიმართულების პრინციპები, ახალი ესთეტიკური კონცეფციები ჩამოაყალიბა, რომელთა საფუძველზეც შემდგომ, 1911 წელს, ჯგუფი „ლურჯი მხედარი” შეიქმნა: ემოციათა ექსპრესიონისტულ აფეთქებას ახალმა მიმდინარეობამ პირველქმნილი ინსტინქტები – ინტუიციური საწყისი დაუპირისპირა, რომლის საშუალებითაც ხდებოდა რეალობის არსის ჩაწვდომა. 1908 წელს ვასილ კანდინსკიმ პირველად განაცხადა, რომ „საგანი ფერწერისათვის მავნებელია”. რამდენიმე წლის შემდეგ მან პირველი აბსტრაქტული სურათი შექმნა, სადაც მნახველი ვერ ამოიცნობდა ვერც ერთ რეალურად არსებულ საგანს: „უსაგნო” სურათი აბსტრაქტული ფერადოვანი ლაქების, ხაზების ერთობლიობა იყო. კანდინსკის თქმით, „რაც უფრო საშინელი ხდება რეალობა, მით უფრო აბსტრაქტული ხდება ხელოვნება”. აბსტრაქტული ხელოვნება მრავალ ასოციაციას ბადებს ხშირად მას მუსიკასაც ადარებენ. რეალობის ასახვის სურვილი უკანა პლანზე გადადის, ფორმალური ძიებები კი საკუთრივ მხატვრის მიერ შექმნილ სივრცეში ხორციელდება, რომელშიც არ არსებობს არც პერსპექტივის კანონები, არც სამი განზომილება, არც კომპოზიციების აგების საუკუნეების მანძილზე დამკვიდრებული პრინციპები და ა.შ.


წყარო

საუბრები თანამედროვე ხელოვნებაზე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები