აბულახტარისძე მგელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მგელა აბულახტარისძე – XIII ს-ის შუა ხასების ქართველი მოღვაწე. არსენ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის ოქროს ურდოში ბათო-ყაენთან ელჩობის მონაწილე. არსენის ინფორმაციით, მგელა აბულახტარისძემ დიპლომატიური მისიის შესრულებისას „დიდი მოიჭირეა" და „ჭირნი ჰნასა”. ამ სამსახურისათვის არსენს მისთვის სამფლობელოდ გარკვეული მამული უბოძებია.
ლიტერატურა
დაწერილი არსენ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესისა მგელა აბულასტარისძისადმი - წგ: ქარელის ისტორიული საბუთების კორპუსი ტ. 11: IX-XIII საუკუნე. შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს თ. ენუქიძემ, ე. სილოგავამ, ს. შოშიაშვილმა, თბ., 1984.