აბულეთისძენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბულეთისძენი – კახეთის დიდგვაროვან ფეოდალთა საგვარეულო XII-XIII საუკუნეებში. გვარის ფუძემდებელია აბულეთი. მამულები არაგვისა და კახეთის თეძმის ხეობაში ჰქონდათ. აბულეთისძენი მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. იყვნენ ერისთავთერისთავები, გამოჩენილი სარდლები, საეკლესიო მოღვაწენი. XIII საუკუნის შემდეგ დაკნინდნენ, დაკარგეს მამულები და ერისთავთერისთავობა. 1405 წლის დოკუმენტის ცნობით, აბულეთისძეთა მამულს აბაზასძეთა საგვარეულო დაეპატრონა.


წყარო

საქართველოს ისტორია:ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები