აბულის ნატბეურის ჭაობი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აბულის ნატბეურის ჭაობი – ჭაობი აბულ-სამსრის ქედის სამხრეთ ნაწილში, აბულის ტბის ნატბეურზე, ზღვის დონიდან 2200 მ სიმაღლეზე. ფართობია დაახლოებით 60 ჰა. თითქმის მთლიანადაა დაჭაობებული. ზოგიერთ ადგილას გაბატონებულია წმინდა კოლბოხოვან-ისლიანი ჭაობებიც Carex dichroandra-ს გაბატონებით, გვხვდება Caricetum orthostachys purum ფრაგმენტებიც. ღრმაწყლი ან აკვატორიაში გვხვდება Potamogetonetum natantis purum, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში – Potamogetonetum heterophyllus purum, იშვიათად – Potamogetonetum crispae purum. სანაპიროს გასწვრივ, ვიწრო ზოლად გვხვდება Heleocharietum eupalustre purum, Caricetum vesicariae purum, Sparganietum simplexae purum და სხვა მცენარეები.