აბული (სოფელი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აბული – სოფელი საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, კარტიკამის საკრებულოში, აბულ-სამსრის ქედის დასავლეთ ფერდობზე, მდინარე აბულის (ფარავნის მარჯვენა შენაკადი) სათავეში, ზღვის დონიდან 1960-2020 მ სიმაღლეზე, ქალაქ ახალქალაქიდან 12 კმ მანძილზე, ნინოწმინდა-ფოკის საავტომობილო გზაზე.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მიდამოები უტყეოა. მოსახლეობის რიცხოვნობა – 627. მათი უმეტესობა (99%) სომეხია (2002). შემორჩენილია დარბაზული ეკლესია. სოფლის მიდამოებში არის ციკლოპური ციხე.