აგარანი (ციხე)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აგარანი – ციხე ქვემო ქართლში. ისტორიულ წყაროებში ზოგჯერ მოიხსენიება, როგორც „აგარათა ციხე“; აგარანი ქართველ მეფეთა საზაფხულო სადგომი იყო. აქ გარდაიცვალა თამარ მეფე. XV საუკუნიდან მას კოჟრის ციხე ეწოდებოდა და სოლოღაშვილებს ეკუთვნოდა. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ამ ციხეს ადრე აზეულას ციხე ერქვა.