აგასოვი ისაია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აგასოვი ისაია (დ. 1868 – გ. 15 სექტემბერი, 1940) – მსახიობი. მან, ნიკო ქართველიშვილის ხელმძღვანელობით, ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი ქართულ ოპერას. ამ საქმეში მასთან ერთად მონაწილეობდნენ კალანდაძე-აგასოვისა და ცხომელიძე. ისაი აგასოვი პირველი შემსრულებელი იყო ქართულ სცენაზე მეფისტოფელისა („ფაუსტი“) და დონ ბაზილიოსი („სევილიელი დალაქი“). იგი ხშირად მონაწილეობდა როგორც ავჭალის აუდიტორიაში, ისე რკინიგზის თეატრში დადგმულ ოპერებში. 1931 წლიდან მუდმივად მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სადაც დაუვიწყარი სახეები შექმნა „სურამის ციხეში“, „არსენაში“, „ფრიც ბაუერში“ და სხვ.
წყარო:
- თეატრი და ცხოვრება. – 1916. – № 52.
- ნეკროლოგი // ახალგაზრდა კომუნისტი. – 1940. – 18 სექტემბერი. – № 217 (4116);
- კომუნისტი. – 1940. – 19 სექტემბერი. – № 218 (5919).