აგაშ ანღალაქი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აგაშ ანღალაქ-ი (ნოღ. Агаш анъалак – „ტყის მონადირე ქალი“) – ქალი დემონი ნოღაურ მითოლოგიაში. იცვამს როგორც ჩვეულებრივი ქალი და მისგან არაფრით განსხვავდება. ხშირად ხვდება მგზავრებსა და მონადირეებს, რომლებსაც ტყის სიღრმეში იტყუებს და ღუპავს; არცთუ იშვიათად მამაკაცებთან სასიყვარულო კავშირს ამყარებს, მაგრამ ძალზე ეშინია, არ შეიცნონ. არ შეიძლება, ადამიანმა შეიხედოს აგაშ ანღალაქის ფერდქვეშ, საიდანაც მისი შიგნეულობა მოჩანს. თუ მან საყვარლის ეს მზერა შენიშნა, იმწამსვე გაეცლება ან მოკლავს. ნოღაური საგმირო ეპოსის – „ედიღეს“ – ერთ-ერთი ვარიანტის მიხედვით, ნოღაელთა ურდოს ლეგენდარული დამაარსებელი, ედიღე, აგაშ ანღალაქისა და თოქთამისხანის ბაზიერის – ყუთლი-ყაის – სასიყვარულო კავშირისაგან ჩნდება.



ლიტერატურა

  • Эпическая песня «Едиге». Сводный текст составил И. Капаев // Ленин йолы. 1991, № 44-45;
  • Капаев И. Ногайские мифы, легенды и поверья. Опыт мифологического словаря. М., 2012.



წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები