აგლაძე ანასტასია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აგლაძე, ანასტასია ილიას ასული (დ. 9 ნოემბერი, 1902 − გ. 19??) – დრამატურგი. დაიბადა ლენინაკანში. მამა – სამხედრო პირი – ილია კონსტანტინეს ძე ნიჟარაძე, დედა – ალექსი-მესხიშვილის ქალი, დიასახლისი. იზრდებოდა ყაბარდოში, ბებიასთან, საშუალო განათლება მიიღო სტალინგრადში, სადაც მსახურობდა მამა.

1919 წელს გათხოვდა ინჟინერ აგლაძეზე. 1924 წელს დაამთავრა თეატრალური სტუდია. 1931 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა. 1938 წლიდან მისი პიესები სცენაზე იდგმება.

დაწერა პიესები: „პატარა მეთხილამურეები“ [დაიდგა მოზარდ მაყურებელთა თეატრში], „ნათელი დღე“ [დაიდგა სოხუმის თეატრში, 1949 წლის მიწურულს] და სხვ.; სცენარი: „ვაშლის ხეები ჰყვავიან“ [ქალაქ რუსთავის მშენებლობის ამსახველი].

მის შესახებ:
1. ლიტერატურა და ხელოვნება. – 1947. – № 47;
2. ნათელი დღე // კომუნისტი. – 1950. – № 10;
3. ბურთიკაშვილი, ა. მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამი სპექტაკლი // კომუნისტი. – 1951. – № 55.


წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები