აგლომერატი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აგლომერატი — (ლათ. Agglomerātus < agglomerāre აჩხორვა, შეერთება<glomerāre ბურთივით დაგორგვლა < glomus ბურთი; ძაფის ბურთი)
მეტალურგიაში
მცირე ზომის ნატეხების გროვა, ძირითადად გამდიდრებული მადნის კონცენტრატი;
პეტროგრაფიაში
ვულკანური სამთო ქანი, რომელიც შედგება ერთმანეთთან ბუნებრივად შეერთებული (შეცხობილი) მსხვილი ფრაგმენტებისაგან. აგლომერატებს მიეკუთვნება ტუფი, ბრეკჩია, ქვიშაქვა და სხვ.
არსებობს აგლომერატის სახეები: არადაფლუსებული, დაფლუსებული, დოლომიტიანი, თვითდნობადი, მანგანუმიანი, მანგანუმის, მაღალდაფლუსებული, მეტალიზებული, მცირედ დაფლიუსებული, ჟანგეულის, რკინამანგანუმიანი, რკინის მადნის, სტაბილიზებული, ფაიალიტიანი, ფოსფოროვანი, ქრომიტებიანი და სხვ.